განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » გიორგი ნიკოლაძის 130 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩატარდა ღონისძიება
RDRC.GE
გიორგი ნიკოლაძის 130 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩატარდა ღონისძიება
კატეგორია:  სიახლე

   გიორგი ნიკოლაძის 130 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა ღონისძიება.

   ნიკო და გიორგი ნიკოლაძეების სახელობის სახლ-მუზეუმის სცენაზე სხვადასხვა სკოლის მოსწავლემ გიორგი ნიკოლაძის განვლილი ცხოვრება და მიღწევები გააცნო მაყურებელს, როგორც სამეცნიერო ასევე სპორტულ ჭრილში.

   სწორედ გიორგის სპორტისადმი დიდი სიყვარული გახდა შთაგონება დღევანდელ ღონისძიებაზე ჩატარებულიყო გარბენი და ღონისძიების დასასრულს ნორჩი აკრობატების სადებიუტო ნომერი შემდგარიყო.

   გიორგი ნიკოლაძის 130 წლის იუბილესთან დაკავშირევით გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერიანე ფოცხვერია, მერის მოადგილე დავით ბახტაძე, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ნატალია მანჯგალაძე, სახლ-მუზეუმის დირექტორი ლია ბიბილეიშვილი და მოწვეული სტუმრები. სწორედ მათ გადასცეს ღონისძიებაში ჩართულ მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები.

   მუნიციპალიტეტის მერმა მადლობა გადაუხადა მუზეუმის დირექტორს ლია ბიბილეიშვილს და ღონისძიების ორგანიზატორებს. ვალერიანე ფოცხვერიამ ასევე აღნიშნა, რომ მისთვის სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ბევრი ახალგაზრდა არის ჩართული ასეთ კარგ საქმეში.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 722