განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ჯიხაიშში მსოფლიო ოლიმპიადის დღე აღინიშნა
RDRC.GE
ჯიხაიშში მსოფლიო ოლიმპიადის დღე აღინიშნა
კატეგორია:  სიახლე

იმერეთში მსოფლიო ოლიმპიზმის დღე დიდ ჯიხაიშში , დიდი ნიკო ნიკოლაძის სოფელში აღინიშნა. ოლიმპიადის დევიზი გიორგი ნიკოლაძე ,,საქართველოს სპორტისთვის“ გახლდათ. ოლიმპიური კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადამ სტარტი ოლიმპიური გარბენით აიღი და დღის განმავლობაში სხვადასხვა სპორტულ სახეობებში შეჯიბრებებით გაგრძელდა. პარალელურად მიმდინარეობდა ღონისძიება , რომელშიც სამტრედიის და ჯიხაიშის სხვადასხვა ანსამბლები იღებდნენ მონაწიელეობას. ოლიმპუიურ დღეს ჯიხაიშში დიდი ხალხმრავლობა იყო და ბევრი სტუმარი ესწრებოდა . ჯიხაიშში იმყოფებოდნენ საქართველოს მთავრობის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები . როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვალერი ფოცხვერიამ აღნიშნა ,, დღევანდელი დღის დევიზს სრულად ვიზიარებ . გიორგი ნიკოლაძემ შექმნა პირველი ქართული სპორტული ლექსიკონი , იგი იყო პირველი სატანვარჯიშო სკოლის და პირველი ალპინისტური კლუბის დამაარსებელი. ყველა თაობის ადამიანი ვინც დღეს ესტუმრა დიდ ჯიხაიშს, დღე სასიამოვნოდ გაატარა და გაეცნო გიორგი ნიკოლაძის ღვაწლს ქართული სპორტის განვითარებაში. „ დღის ბოლოს ყველა სპორტის სახეობაში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.

  • კომენტარი: 5
  • ნახვა: 2447