განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედიის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოცილაური დაცვის სამსახურს ბიუჯეტი გაეზარდა
RDRC.GE
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოცილაური დაცვის სამსახურს ბიუჯეტი გაეზარდა
კატეგორია:  სიახლე

დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა , სადაც განსახილველად 8 საკითხი იყო წარმოდგენილი საკითხების ძირითადი ნაწილი იმ ცვლილებებს შეეხებოდა, რომელიც განკარგულებებში და დადგენილებებში შევიდა ცვლილებები შევიდა ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის 2017 წლის მიზნობრივი სოცილაური პროგრამის „ 2016 წლის 26 დეკემბრის 38-ე დადგენილებაში. როგორც სხდომაზე აღინიშნა, იმის გამო, რომ სოციალურ სამსახურში მომართვიანობის რაოდენობა გაიზარდა, აუცილებელი გახდა სოციალური სამსახურის ბიუჯეტის 70 ათასი ლარით გაზრდა. აღნიშნული თანხის ძირითადი ნაწილი, ოპერაციების დაფინანსებას, მედიკამენტებით უზრუნველყოფასა და განსაკუთრებულ შემთხვევებში ერთჯერად სოციალურ დახმარებებს მოხმარდება. მომავალი წლიდან სამტრედიის მუნიციპალიტეტში გზების სარებილიტაციო სამუშაოები ისევ აქტიურად განახლდება. აღნიშნულთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებები შევიდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიჯეტის დამტკიცების შესახებ ,, სამტრედიის მუნიციალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 26 დეკემბრის 28-ე დადგენილებაში. გზების რეაბილიტაციისთვის 791, 798 ლარია გამოყოფილი. დაგეგმილია ხიბლარის, კეცხოველის, ძველი სამტრედიის, ძველი სამტრედიის მეორე ჩიხის , გაგარინის, 9 მაისის, გოგოძის, დავით აღმაშენებლის მესამე ჩიხის, წინსვლის ქუჩის, წინსვლის ქუჩიდან მე-7 სკოლამდე გზის რეაბილიტაცია. სამუშაოები 2018 წლიდან დაიწყება და ის როგორც რეგიონული განვითარების ფონდიდან ასევე 50 ათასი ლარით ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინასდება. ცვლილებები შევიდა რეგიონებში განსახორციელებლი პროექტების ფონდიდან სამტრედიის მუნიციპალიეტეტის 2017 წლის სამოქმედო პროგრმაში. აღნიშნულის მიხედვით, სამტრედიაში ახალი სასწრაფო დახმარების შენობა უნდა აშენდეს. პროექტის მთლიანი მოცულობა 161,500 ლარს შეადგენს. სასწრაფო დახმარების ახალი შენობა სავარაუდოდ რესპუბლიკის ქუჩაზე , ყოფილი ტუბ-დისპანსერის ტერიტორიაზე განთავსდება.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1428