განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » NIMD დემოკრატიის სკოლამ მსმენელთა მიღება გამოაცხადა
RDRC.GE
NIMD დემოკრატიის სკოლამ მსმენელთა მიღება გამოაცხადა
კატეგორია:  სიახლე

დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში „დემოკრატიის სკოლის“ პრეზენტაცია გაიმართა. „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ უკვე მეშვიდე წელია საქართველოს ოთხ ქალაქში (ბათუმი, ქუთაისი, გორი, თელავი) დემოკრატიის საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს. დემოკრატიის სკოლები წარმოადგენს ინტენსიურ საგანმანათლებლო პროგრამას და განკუთვნილია ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეების, აკადემიური პერსონალის, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, სტუდენტების, ჟურნალისტების და თანამედროვე დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული სხვა აქტიური მოქალაქეებისათვის 18 წლიდან. „წელს უკვე მეშვიდედ ვაცხადებთ ჩვენს საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობის მიღებას დემოკრატიით, პოლიტიკით, განვითარებით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის. სასწავლო კურსი ოქტომბერში იწყება და მომავლი წლის მარტში დასრულდება. აპლიკაციებს ელექტრონულ ფორმატში ვიღებთ ვებსაიტზე: school.nimd.ge. ამავე ვებსაიტზე დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ჩვენი პროექტის შესახებ. და რაც აუცილებლად აღსანიშნავია, ჩვენთან სწავლა უფასოა“, – აცხადებს ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორი თემურ ჯვარშეიშვილი.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1211