განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედიელი ახალგაზრდები სოფელ გორდში, 5 დღის განმავლობაში ბანაკში იმყოფებოდნენ.
RDRC.GE
სამტრედიელი ახალგაზრდები სოფელ გორდში, 5 დღის განმავლობაში ბანაკში იმყოფებოდნენ.
კატეგორია:  სიახლე

დამოუკიდებელ სტუდენტთა და მოსწავლეთა გაერთიანებულ პროექტ ICSU-ის ფარგლებში, სამტრედიელი ახალგაზრდები 5 დღის განმავლობაში სოფელ გორდში ბანაკში იმყოფებოდნენ. რამდენიმე დღის განმავლობაში ახალგაზრდებისთვის ბანაკში სხვადასხვა აქტივობები დაიგეგმა და ჩატარდა. დღეს ახალაგაზრდები ბანაკიდან სამტრედიაში დაბრუნდნენ. ისინი გორდში დასვენებით და საზაფხულო ბანაკში მონაწილეობით კმაყოფილები არიან. ,,ყველაფერი ძალიან კარგი იყო და მოგვეწონა. ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიებები დაიგეგმა ბანაკში და ყველა ბავშვი ვინც კი ვიყავით სოფელ გორდში კმაყოფილებას გამოთქვამს“ -აცხადებენ ახალგაზრდები. ბანაკიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით ბახტაძე, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ნატალია მანჯგალაძე და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ლიზა კრავეიშვილი დახვდნენ. მათ ბავშვებს ბანაკში მონაწილეობა მიულოცეს და აღნიშნეს, რომ სამტრედიიდან მონაწილე ახალგაზრდები განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ. ,, როგორც ბანაკის წარმომადგენლებმა გვითხრეს, სამტრედიელი ბავშვები განსაკუთრებული დისციპლინითა და აქტიურობით გამოირჩეოდნენ, რაც ძალიან სასიხარულოა. ყველას გილოცავთ ბანაკში წარმატებით მონაწილეობას და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობა მზად არის გვერდით დაუდგეს ყველას , ვისაც ჩვენი დახმარება ჭირდება“- აღნიშნა სამტრედიის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ბახტაძემ. დამოუკიდებელ სტუდენტთა და მოსწავლეთა გაერთიანებულ პროექტ ICSU-ისორგანიზებით, ხონის მუნიციპალიტეტ სოფელ გორდში მოსწავლეთა და სტუდენტთა ბანაკი ჩატარდა. ბანაკში საქართველოს მასშტაბით 63 რაიონია ჩართული. მთელი ზაფხულის განმავლობაში 4000-მდე ბავშვს ექნება შესაძლებლობა სოფელ გორდში, ბანაკში აქტიურად მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებებში.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1028