განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედიელი ფეხბურთელები საქართველოს ჩემპიონები გახდნენ
RDRC.GE
სამტრედიელი ფეხბურთელები საქართველოს ჩემპიონები გახდნენ
კატეგორია:  სიახლე

სამტრედიის გამგებელმა ვალერიანე ფოცხვერიამ ახალგაზრდა ფეხბურთელებს უმასპინძლა. , ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი" - ის მიერ დაგეგმილი პროექტის ,,სპორტი ბარიერების გარეშე" ანაკლიაში იმერეთის მასშტაბით გამარჯვებულები სამტრედიის სპორტული კომპლექსური სკოლის ბაზაზე არსებული 2001–2002 წლიანი ბავშვთა გუნდია . სამტრედიელებმა ფინალურ შეხვედრაში რაჭის გუნდს მოუგეს. ტურნირში 12 გუნდი მონაწილეობდა. სამტრედიელმა ახალგაზრდებმა აფხაზეთის, გურიისა და სამეგრელოს გუნდების დამარცხებაც შეძლეს. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ფეხბურთელებსა და მათ მწვრთნელებს, ევგენი დოლიძესა და კობა მიქაძეს წარმატება მიულოცა და საჩუქრად „ქართული ხმების“ კონცერტზე დასასწრები ბილეთები გადასცა. აღნიშნულ შეხვედრას გამგებლის მოადგილე ლიზა კრავეიშვილი და სამტრედიის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახლაგაზრდობის სამსახურის უფროსი ნატალია მანჯგალაძე ესწრებოდნენ.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 2398