განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური ადგილობრივი მოსახლეობისთვის სხვადასხვა მნიშვნელოვან პროგრამებს ახორციელებს.
RDRC.GE
სამტრედიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური ადგილობრივი მოსახლეობისთვის სხვადასხვა მნიშვნელოვან პროგრამებს ახორციელებს.
კატეგორია:  სიახლე

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური სხვადსახვა მიზნობრივ პროგრამებს ახორციელებს. მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულმა სამსახურმა არაერთი ბენეფიციარის ინტერესების გათვალისწინება და დაკმაყოფილება მოახერხა. გაიზარდა სოციალური სამსახურის ბიუჯეტიც, რითაც შესაძლებელი გახდა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანების, პრობლემების მთლიანად ან ნაწილობრივ მოგვარება.

   ადგილობრივ მუნიციპალიტეტში შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, მოქალაქეს რომელსაც ოპერაციის დაფინანსება ჭირდება შესაძლებელია სოციალური სამსახურმა ბიუჯეტიდან ის 50%- იანი თანადაფინასებით უზრუნველყოს. განსაკუთრებულ შემთხევაში პიროვნების სოციალური სტატუსისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით თანადაფინანსება შეიძლება 70- დან 100% მოხდეს, დაახლოებით 100-დან-500 ლარამდე. აღსანიშნავია, რომ დაფინანსებას მიიღებენ მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა მონაცმეთა ბაზაში. ოპერაციები ფინანსდება ის მოქალაქეებისთვის, რომლებიც დაავადებული არიან გულსისძარღვთა , ონკოლოგიური, გინეკოლოგიური და ასევე სხვა სიცოცხლისათვის საშიში დაავადებით.

   სოციალურ სამსახურში შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ , შესაძლებელია მოქალაქეთა სამედიცინო გამოკვლევების დაფინასებაც, ასევე მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა.

   მუნიციპალიტეტის სოციალურ სამსახურის მიერ ადგილობრივი ბიუჯეტიდან უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის დახმარების სახით ერთჯერადად 500 ლარიც გაიცმა, თუმცა ამისთვის სტუდენტი დედ-მამით ობოლი ან მრავალშვილიანი ოჯახიდან უნდა იყოს. შესაძლებელია სტუდენტის დაფინასება თუ ის სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა, რომელთაც მინიჭებული აქვთ 0-დან 5700 ჩათვლით სარეიტინგო ქულა.

   სოციალურ სამსახურში უდედმამო ბავშვების დახმარებისთვის ბიუჯეტიდან სულ 12 000 ლარია გათვალისწინებული. მოსარგებლე 18 წლამდე ბავშვები უნდა იყოს, რომლებსაც მშობლები გარდაეცვალა ან მათი ადგილსამყოფელი უცნობია და ბავშვს მეურვე ზრდის. მათვის დახმარების სახით ყოველთვიურად 50 ლარი გაიცემა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური სამსახურის მიერ ასევე ახალშობილთა დახმარებისთვის 34000 ლარია გათვალისწინებული. ამ შემთხვევაში ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთაც შეეძინათ პირველი და მეორე შვილი და რომლებსაც მინიჭებული აქვთ 0-დან 100 000 მდე სარეიტინგო ქულა. იმ ოჯახებს რომელთაც მე-3 შვილი ეყოლათ , ისინი ერთჯერადად დაფინასების სახით 300 ლარს მიიღებენ. დახმარება ასევე გათვალისწინებულია ასი და მეტი წლის ასაკის უხეცესთათვის, ასევე მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთათვის. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 400 ლარიან ფულად დახმარებას მიიღებენ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებიც. ადგილობრივი ბიუჯეტიდან საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) სოციალური დამხარებისთვის 10000 ლარია გათვალისწინებული.

   აღსანიშნავია , რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ სხვა მნიშვნელოვანი პროექტებიც ხორციელდება. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ბიუჯეტის შესაბამისად გადანაწილებით, სოციალურმა სამსახურმა იმ პრიორიტეტების გათვლა და ხელშეწყობა მოახერხა, რომელიც სამტრედიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1142