ანაზღაურებად სამუშაოზე დასაქმების შესაძლებლობა

ანაზღაურებად სამუშაოზე დასაქმების შესაძლებლობა

   პრობაციონერებს, განრიდების სუბიექტებსა და ყოფილ პატიმრებს ზესტაფონის, სამტრედიის, სენაკისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ანაზღაურებად სამუშაოზე დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ.

   საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ეფექტიანი აღსრულებისთვის, გაიზარდა დასაქმების ობიექტების რიცხვი, რომლის ფარგლებშიც, მსჯავრდებული პირები, რომლებსაც სასჯელის სახედ დაკისრებული აქვთ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დასაქმდებიან.

   სააგენტოს ბენეფიციარები მუნიციპალიტეტებში მოქმედ საგანმანათლებლო, ახალგაზრდულ, კულტურულ, სპორტულ და მოხალისეობრივ პროგრამებსა და აქტივობებში ჩაერთვებიან.

   ბენეფიციართა დასაქმებას ითვალისწინებს თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა - ლადო ხელაძემ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა - ვასილ გველესიანმა, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა - დავით ბახტაძემ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა - ვახტანგ გადელიამ და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა - დათო გოგუამ მოაწერეს.

   გასულ წელს, სააგენტომ თანამშრომლობის მემორანდუმები უკვე გააფორმა რუსთავის, თეთრიწყაროს, მარნეულის და ქობულეთის მერიებთან, რაც ბენეფიციართა დასაქმებისა და რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი