კულტურისა და სპორტის სფეროში მოღვაწე,  2024 წლის საუკეთესო წარმომადგენლები დააჯილდოეს

კულტურისა და სპორტის სფეროში მოღვაწე, 2024 წლის საუკეთესო წარმომადგენლები დააჯილდოეს

   დღეს სამტრედიაში, კულტურისა და სპორტის სფეროში მოღვაწე, 2024 წლის საუკეთესო წარმომადგენლები დააჯილდოეს.

   მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და კულტურის სამსახურის ორგანიზებით მსგავსი დაჯილდოვება ყოველწლიურად იმართება, რაც სხვადასხვა დარგში მოღვაწე ადამიანთა შრომის დაფასების გამოხატულებაა.

   კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვაჟა სტურუამ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად სიგელებითა და ფულადი ჯილდოთი დაასაჩუქრეს.

   დავით ბახტაძე-,,მიხარია, რომ სამტრედიაში ბევრი წარმატებული სპორტსმენი, მწვრთნელი და კულტურის დარგის წარმომადგენელი გვყავს. შევეცადეთ ჩვენი დიდი პატივისცემა და მხარდაჭერა დღევანდელი მოკრძალებული ღონისძიებით გამოგვეხატა. მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს და მუნიციპალიტეტის მერია მუდამ მათ გვერდით იქნება წარმატებისკენ სავალ გზაზე.”

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი