N 5 ბაგა ბაღის აღსაზრდელებმა მშობლიურ ბაღს დაემვიდობნენ
N 5 ბაგა ბაღის აღსაზრდელებმა მშობლიურ ბაღს დაემვიდობნენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა იზეიმეს.
ღონისძიების სახელწოდება ,, სკოლისაკენ ჰერი,ჰერი“ თემატურად იყო შერჩეული. პატარებმა წარმოადგინეს სხვა და სხვა დადგმები სიმღერები და თეატრალიზებული ცეკვები.
N 5 ბაგა-ბაღის მმართველმა მაია ჯღამაძემ სკოლისაკენ მიმავალი გზა დაულოცა პატარებს ,. გილოცავთ ჩვენო პატარებო, იწყება თქვენი ცხოვრების ახალი ეტაპი. გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ მომავალს. ჩვენ კი ახალი შემართებით გავაგრძელებთ მომავალი თაობის აღზრდასა და დაფრთიანებას“ - აღნიშნა ბაღის მმართველმა მაია ჯღამაძემ.
გამოსაშვები საღამო ულამაზესად მორთულ ეზოში გაიმართა. პატარებთან აქტიურად იმუშავეს ბაგა - ბაღის მეთოდისტმა ნანა კორძაიამ, აღმზრდელმა - პედაგოგებმა ქეთევან გაბედავმ, ფატიმა გოგაბერიშვილმა, ქეთა კირთაძემ, ნინო კვანტალიანმა და მუსიკის პედაგოგმა ლია ახობაძემ. პატარების გასაკუთრებული დღე პედაგოგების შრომის შედეგი იყო. ღონისძიებას ესწრებოდნენ სამტრედიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენლები.