8 აპრილს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა

8 აპრილს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა

დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარე ვაჟა სტურუა უძღვებოდა.
დღის წესრიგით წარმოდგენილ საკითხთა შორის მნიშვნელოვანი იყო 2026 წელს მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების მოწონების შესახებ საკითხი.
 წარმოდგენილ პროექტთა ნუსხა საკმაოდ ვრცელია და საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი თანხა პროექტების ღირებულებასა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაში დაიხარჯება.
 სანიაღვრე არხების და ბოგირების მოწყობა;
 გარე განათება და სასაფლაოების შემოღობვა;
 სკვერებისა და სპორტული ტრენაჟორების მოწყობა;
 მოსაცდელებისა და ამბულატორიის რეაბილიტაცია;
საბავაშვო ბაღის ეზოში ფანჩატურისა და ატრაქციონის მოწყობა;
 შიდა სასოფლო გზის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება;
 გეოგრაფიული ობიექტების მანიშნებელი აბრების მოწყობა.
 ეს იმ პროექტთა ზოგადი ჩამონათვალია, რომელიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში პრიორიტეტებად გამოიკვეთა.
 საკითხი წარმომადგენლობით ორგანოში დადებითად გადაწყდა

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი