სამუშაო შეხვედრა 2027-2030 წლების საბიუჯეტო პრიორიტეტებზე
სამუშაო შეხვედრა 2027-2030 წლების საბიუჯეტო პრიორიტეტებზე
დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა 2027-2030 წლების ბიუჯეტის პრიორიტეტები და დაგეგმილი ღონისძიებები.
საბიუჯეტო დაგეგმვისა და საფინანსო ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა, მედეა ლეჟავა, წარმოადგინა მუნიციპალიტეტის განვითარების ძირითადი მიმართულებები, მათ შორის: ინფრასტრუქტურა, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, გარემოს დაცვა და მმართველობა.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ დაგეგმილია საგანმანათლებლო და კულტურული ინფრასტრუქტურის განვითარება, საბავშვო ბაღებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის რეაბილიტაცია, ბაგა-ბაღების პერსონალის გადამზადება, სარეკრეაციო ზონისა და ხელოვნური ტბის მოწყობა, ასევე სპორტის სასახლის მშენებლობა.
შეხვედრა მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის ფორმირების პროცესის ფარგლებში გაიმართა



