სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2027-2030 წლების ბიუჯეტის პრიორიტეტების პირველადი ვერსიის განხილვა
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2027-2030 წლების ბიუჯეტის პრიორიტეტების პირველადი ვერსიის განხილვამ, რომელსაც ა(ა)იპ ორგანიზაციის ხელმძღვანელები და მერიის საფინანსო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საინტერესოდ ჩაიარა.
მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ლეჟავამ იმ მთავარ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც 2027-2030 წლების ბიუჯეტში წამყვანი ადგილი უჭირავს. ინფრასტრუქტურა, სოციალური მიმართულება, განათლება, კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობა-ეს ის საკითხებია, რომლის განვითარებაც სწორედ ბიუჯეტის მოცემული პრიორიტეტების პარამეტრებით განისაზღვრება.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს კონკრეტული საკითხები, რომელთა საბოლოო რედაქციით ჩამოყალიბება სწორედ მსგავსი სამუშაო რეჟიმით მოხდება




