სისხლის ბანკის დირექტორმა სამტრედიაში მცხოვრები 5 სოციალური სტატუსის მქონე ოჯახი მოინახულა და სააღდგომო ნუგბარი გადასცა.
დღეს, ტრადიციულად, ა(ა)იპ „ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი - სამტრედია“- ს დირექტორმა ლაშა კვანტალიანმა სამტრედიაში მცხოვრები 5 სოციალური სტატუსის მქონე ოჯახი მოინახულა და სააღდგომო ნუგბარი გადასცა.
აღნიშნული ინიციატივა ორგანიზაციის მრავალწლიანი ტრადიციის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერას და მათთვის სადღესასწაულო განწყობის შექმნას.
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ნატალია კვანტალიანის სისხლის ბანკს“ ეს მცირედიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ვერა გოგოლაძემ.
„ჩვენ ტრადიციებს არ ვღალატობთ! ყოველ წელს ვცდილობთ, შეძლებისდაგვარად გვერდით დავუდგეთ ჩვენს თანაქალაქელებს,“ - აღნიშნა ლაშა კვანტალიანმა.



