განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » საკრებულოს მორიგი სხდომა
RDRC.GE
საკრებულოს მორიგი სხდომა
კატეგორია:  სიახლე

   მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ძიძიგური უძღვებოდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა და დამტკიცება მოხდა.

   მსჯელობის მთავარი საგანი სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს შემოღების და მინიჭების წესის დამტკიცება იყო. დეპუტატებმა ყველა პუნქტი დეტალურად განიხილეს და საკითხის ოპტიმალური ვარიანტი დაამტკიცეს. ამასთანავე, საუბარი შეეხო სამტრედიობის დღესასწაულს, რომელიც სექტემბრის დასასრულს ან ოქტომბრის დასაწყისში გაიმართება. მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით შესაბამის ღონისძიებებს უკვე ახორციელებს.

   დღევანდელ სხდომაზე დეპუტატები გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებითაც დაინტერესდნენ. დღევანდელ სხდომაზე საბჭოს სახელწოდებაში შეიტანეს ცვლილება და საკრებულოს ნაცვლად მუნიციპალური გენდერული საბჭო ეწოდა. მალე დამტკიცდება საბჭოს სამოქმედო გეგმა, რომლითაც განისაზღვრება გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული პრიორიტეტები. საკითხი სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მ/შ ლიზა კრავეიშვილმა წარმოადგინა.

  ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ მერაბ უღრელიძემ საკრებულოს საგანგებო სიტუაციებისკოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის აღნაგობის ფორმით, უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემის შესახებ საკითხი წარუდგინა. მოგეხსენებათ, სასწრაფო დახმარების ცენტრი მალე ახალ, რეაბილიტირებულ შენობაში გადავა.

   ინფორმაცია სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ივლისის თვის ბიუჯეტის შესრულებაზე დეპუტატებს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავჯდომარის მ/შ ვაჟა სტურუამ წარუდგინა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 811