განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » დასრულდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მინი ფეხბურთში მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის.
RDRC.GE
დასრულდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მინი ფეხბურთში მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის.
კატეგორია:  სიახლე

   დასრულდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მინი ფეხბურთში მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის.

   ოლიმპიადაში 11 სკოლა მონაწილეობდა და ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს მეორე საჯარო და წმ. ნაზარი ლეჟავას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა დაუპირისპირდა. გამარჯვებული მეორე საჯარო სკოლის გუნდი გახდა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს რეგიონალურ სასკოლო ოლიმპიადაში.

   ფინალურ ასპარეზობაზე სხვადასხვა ნომიმაციებში გამარჯვებულები დაასხელეს. ოლიმპიადის საუკეთესო მეკარე მე–2 სკოლელი სერგო ახობაძე გახდა, საუკეთესო ბომბარდირის ტიტული მე–11 სკოლელმა კარლო აბშილავამ მოიპოვა, ხოლო საუკეთესო გოლის ავტორად მეორე სკოლელი თორნიკე მეფარიშვილი დასახელდა.

   სასკოლო ოლიმპიადას დასაწყისიდანვე აკვირდებოდა მუნიციპალიტეტის მერი, ვალერი ფოცხვერია. ფინალურ თამაშს მასთან ერთად მოადგილე დავით ბახტაძე და კულტურის სამსახურის უფროსი ნატალია მანჯგალაძე დაესწრნენ. გამარჯვებული გუნდები და ნომინანტები სიგელებით სწორედ მათ დააჯილდოეს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 747