განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ნიჭიერი 2018
RDRC.GE
ნიჭიერი 2018
კატეგორია:  სიახლე

   დღეს ეწერის საჯარო სკოლაში ნიჭიერი 2018 გაიმართა. სასწავლო დაწესებულება, რომელიც 6 წელია ამერიკელების მიერ დაფინანსებულ პროექტშია ჩართული, განსაკუთრებული აქტივობებით გამოირჩევა.

   ორგანიზაცია ,,თბილისის მოზარდთა სახლის" მხარდაჭერით სკოლაში დღემდე გრძელდება უფასო კვება, სამედიცინო გამოკვლევები, სტუდენტთა დაფინანსება და სხვადასხვა სოციალური პროექტების მართვა. ამერიკული მხარის დაფინანსებით მოწესრიგდა სველი წერტილები და მოეწყო სპორტული მოედანი. როგორც სკოლის დირექტორი მიხეილ კოპალეიშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, ,,ძალიან დიდია მშობელთა და მოსწავლეთა მოტივაცია. ამერიკული მხარე ზრუნავს ჩვენი მოსწავლეების საჭიროებებზე და მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის."

   პროექტში წარმომადგენელი 14 ამერიკელი დღეს ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, ლინ ბენქსთან ერთად ადევნებთა თვალს სკოლის მოსწავლეთა მიერ მომზადებულ მხატვრულ ნომრებს. დარბაზის ოვაცია და აპლოდისმენტები კიდევ ერთხელ მოწმობდა იმას, რომ საგანმნათლებლო დაწესებულება მუდმივი განვითარების პროცესშია.

   ღონისძიებას ეწერის საჯარო სკოლაში ესწრებოდა მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია, საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია, მერის მოადგილე დავით ბახტაძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ✅დასასრულს ლინ ბენქსმა მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 901