დავით ბახტაძე „მასტერლიგის” ფინალურ შეხვედრებს დაესწრო
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე დასავლეთ საქართველოს გუნდებს შორის „მასტერლიგის” ფინალურ შეხვედრებს დაესწრო.
სამტრედიის მერი მატჩზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. დავით ბახტაძე მატჩის დასრულების შემდეგ სპორტსმენებს შეხვდა, მიღწეული შედეგები მიულოცა და მომავალში წარმატებები უსურვა.
„მასტერლიგა“ 7x7 ფორმატის ჩემპიონატია, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს. სამტრედიაში მაღალი რანგის ტურნირი პირველად იმართება. ჩემპიონატის ჩატარება მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის შესაბამისი სტანდარტებით განვითარების შედეგად გახდა შესაძლებელი. სამტრედიაში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად გრძელდება. ბოლო წლებში მუნიციპალიტეტში 45-მდე სპორტული მოედანი და სარეკრეაციო სივრცე მოეწყო.



