სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2023-2026 წლის საშუალოვადიანი განვითარების გეგმა
HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72
სამტრედიის მუიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით სოფელ ღანირისა და ქალაქის # 1 საბავშვო ბაგა – ბაღებს სრული რეაბილიტაცია უტარდებათ.
სოფელ ღანირში არსებული საბავშვო დაწესებულება ახალ სასწავლო წელს სრულიად განახლებული დაიწყებს. შენობის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი შემოსავლებიდან 153 ათასი ლარი გამოიყო , ხოლო ეზოს მოსაწერიგებლად 30 ათასი ლარი. აღნიშნული ბაგა–ბაღი 60 აღსაზრდელს მოემსახურება.
ადგილობრივი სახსრების საშუალებით მიმდინარეობს ქალაქის # 1 ბაგა–ბაღის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულებაც 120 ათასი ლარი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ,, გიატა კომპანია“ ასრულებს. როგორც სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ზურაბ გოგიამ განგვიცხადა დღის წესრიგში ასევე არის რამდენიმე ბაგა–ბაღის მოწესრიგება, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება.
ამ დრომდე მუნიციპალიტეტში მსგავსი მასშტაბური სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის საშუალებით არ განხორციელებულა.