განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედიის ბაღებში სასწავლო პროცესი დაიწყო
RDRC.GE
სამტრედიის ბაღებში სასწავლო პროცესი დაიწყო
კატეგორია:  სიახლე

18 სექტემბერს სამტრედიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სწავლა განახლდა. აღსაზრდელებს ეს დღე სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ბახტაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მიულოცა. დავით ბახტაძე #4 და #10 ბაგა–ბაღებს ესტუმრა. მან პატარებს წარმატებები უსურვა. აღსანიშნავია, რომ #4 საბავშვო ბაღი აღსაზრდელთა სიმრავლით გამორჩევა, ახლად რეაბილიტირებული შენობა 530 სკოლამდელი ასაკის ბავშვს მოემსახურება. #10 საჯარო ბაღში წელს ბაგაში 70–მდე პატარა მიიღეს, აღსაზრდელთა სრული რაოდენობა კი 110 ბავშვია. ბაღში რეაბილიტირდა საწვიმარი მილები და შეიღება კედლები. სამტრედიის მუნიციპალიტეტში წელს უპრეცენდენტოდ მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს სკოლამდელი დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად. კერძოდ, სოფელ ღანირის ბაგა–ბაღის რეაბილიტაციისათვის ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტიდან გამოყო 153 ათასი ლარი, ეზოს მოსაწყობად 30 ათასი ლარი, ხოლო #1 ბაგა–ბაღისათვის გამოყოფილია 120 ათასი ლარი. სამომავლოდ იგეგმება სოფელ ნაბაკევის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1331