მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა იგეგმება
სამტრედიაში, მუნიციპალური განვითარების ფონდი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. რეგიონებში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ასეთი პროექტები ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნას ემსახურება. სპორტული კომპლექსის პროექტის მომზადების შემდეგ, გამოცხადდება მშენებლობის ტენდერი.



