საჩვენებელი გაკვეთილი N 5 ბაგა - ბაღში

საჩვენებელი გაკვეთილი N 5 ბაგა - ბაღში

   N 5 ბაგა - ბაღში 2-3 წლიანი ჯგუფის აღსაზრდელებთან პედაგოგებმა ინგა კიკაჩეიშვილმა მარიამ ადეიშვილმა და ინგა რამიშვილმა საჩვენებელი გაკვეთილი ჩაატარეს.

   სახალისო აქტივობის თემას წარმოადგენდა , მზე, ზღვა, მთა და ზაფხული“ პატარებმა ვირტუალურად იმოგზაურეს ზღვის სანაპიროზე, დალაშქრეს მთები, მოინახულეს ცხოველები და წყალმცენარეები. მუსიკის პედაგოგის ლია ახობაძის დახმარებით აღსაზრდელებმა შეასრულეს სახალისო მუსიკალური ნომრები.

   საინტერესო იყო ბავშვების თვალით დანახული ზღვის ბინადრები. მცენარეებისა და თევზების გამოძერწვა. აღნიშნული აქტივობა მიზანმიმართულად იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში, ვინაიდან სხვა და სხვა განმავითარებელ სავარჯიშოებთან ერთად ჯგუფის პედაგოგი ინგა კიკაჩეიშვილი მუდმივად ზრუნავს ბავშვებს განუვითაროს მოტორული და სენსორული რეფლექსები. ჯგუფის აღსაზრდელს ნიკოლოზ გიორგაძეს განსაკუთრებით უყვარს ძერწვა და ხატვა.

   აღსანიშნავია, რომ პატარა ნიკოლოზი საინტერესო და ფერად ფიგურებს ქმნის. ჯგუფის საგამოფენო სივრცეში ლამაზად და თვალსაჩინოდ არის გამოფენილი პატარა აღსაზრდელის ნამუშევრები.

   ,, საკმაოდ რთულია 2-3 წლიან ბავშვებთან მუშაობა, თუმცა დღევანდელმა აქტივობამ დაგვანახა რომ სირთულის მიუხედავად შესაძლებელიც არის და შედეგიანიც, პატარები კარგად იმახსოვრებენ და იმეორებენ მასწავლებლის მიერ მითითებულ ინსტრუქციებს. “ -აღნიშნა N 5 ბაგა-ბაღის მმართველმა მაია ჯღამაძემ.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი