ტრენინგი ოჯახში ძალადობის პრევენციის საკითხებზე

ტრენინგი ოჯახში ძალადობის პრევენციის საკითხებზე

   სამტრედიის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა/დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ ჩატარდა ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას.

   შეხვედრა გაიმართა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში, რომელიც ორგანიზებული იყო სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს მიერ.

   სატრენინგო შეხვედრაზე განხილული იყო ძალადობის გამოვლენის, პრევენციისა და რეაგირების არსებული მექანიზმები, ასევე მონაწილეები გაეცნენ სააგენტოს მომსახურებებს და მხარდაჭერის პროგრამებს.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი