განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღება დაიწყო
RDRC.GE
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღება დაიწყო
კატეგორია:  სიახლე

   დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ტრადიციულ თათბირზე მერმა ვალერიანე ფოცხვერიამ სამსახურის უფროსებიდან და ცალკეული ორგანოების წარმომადგენლებიდან დეტალური ინფორმაცია მიიღო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. თათბირზე ვიცე პოლკოვნიკმა გიორგი ბერიძემ ინფორმაცია გაავრცელა პიარ კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით. პოლკოვნიკმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალებში 18–დან 35 წლამდე ასაკის მოქალაქეებს შესთავაზა 4– წლიანი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლა. უახლოეს დღეებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება კულაშისა და გომის თემში. მუნიციპალიტეტის სამხედრო სამსახურის უფროსმა ზაზა კაჭახიძემ ოფიციალურად დააანონსა სამხედრო სავალდებულო სამსახურში წლევანდელების გაწვევა..

   ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებისა და ღონისძიებების შესახებ ისაუბრა ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური სტატისტიკისა და სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსმა ნოე ივანიაძემ. ივანიაძის განცხადებით დაწყებულია , როგორც გაღმა ასევე გამოღმა ზონის თემში შეწამლვლითი სამუშაოები. ,, ყველაზე ეფექტური თერმული ნისლის მეთოდით შეწამვლაა. მნიშვნელოვანია მოქალაქეების აქტიური ჩართულობა ამ პროცესებში, ვინაიდან მხოლოდ ერთეული პიროვნებების ბრძოლა მავნებელთან არ მოგვეცემს სასურველ შედეგს.“ – აღნიშნა სურსათის უვნებლობის , მცენარეთა დაცვის სამტრედიის ფილიალის წარმომადგენელმა მიხეილ სხვიტარიძემ.

   საკრებულოს თავმჯდომარეს მოადგილემ კობა ძიძიგურმა ოფიციალური განცხადება გააკეთა– ,, 17 მაისს საქართველოს პატრიარქის ილია II –ის ლოცვა კურთხევით საქართველოს მასშტაბით გაიმართება საყოველთაო ჯვრის წერა. სამტრედიის დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში ჯვრის წერის ცერემონია 17 მაისს 12 საათზე გაიმართება“ აღნიშნა კობა ძიძიგურმა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1367