განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს იმერეთში
RDRC.GE
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს იმერეთში
კატეგორია:  სიახლე

   აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს იმერეთში. კონკრეტულ ლოკაციებზე, ფერომენის მეშვეობით მავნებელთან ბრძოლით შედეგის მიღწევა ერთ-ერთ სტრატეგიადაა მიჩნეული.

   დღეს დიდ ჯიხაიშში ფაროსანას განადგურების მიზნით ,,მოიზიდე და გაანადგურე" რამდენიმე სადგური დაამონტაჟეს. აღნიშნული ლოკაცია, სამტრედიის მუნიციპალიტეტში სირთულის მიხედვით შეირჩა. ამ მეთოდით ხდება მავნებლის მოზიდვა, რასაც წერტილოვანი დარტყმები და შეწამვლითი სამუშაოები მოსდევს.

   პროცესს დღეს ჯიხაიშში სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად აზიური ფაროსანას საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე დაესწრო. ადგილზე იმყოფებოდნენ იმერეთის გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, მუნიციპალიტეტის მერი, ვალერი ფოცხვერია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.მათი განცხადებით, შეწამვლის შედეგად დიდი რაოდენობის მავნებელი უნდა განადგურდეს.

   ამ დროისთვის, დასავლეთ საქართველოში 50 ათასი ფერომონია დამონტაჟებული. უახლოეს დღეებში დაიწყება თერმული ნისლით წამლობის ახალი ეტაპი, რომელიც მავნებლის მოზამთრე ფაზის დაწყებამდე გაგრძელდება.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 799