განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ანზორ მაჩიტიძის სახელობის ტრადიციულმა საჭადრაკო ტურნირი
RDRC.GE
ანზორ მაჩიტიძის სახელობის ტრადიციულმა საჭადრაკო ტურნირი
კატეგორია:  სიახლე

   დღეს სამტრედიაში სტარტი აიღო ანზორ მაჩიტიძის სახელობის ტრადიციულმა საჭადრაკო ტურნირმა. საგანგებოდ ამ დღისთვის სამტრედიაში სტუმრად ჩამოვიდა 21 მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი. ტურნირი ტარდება სამტრედიის საჭადრაკო კლუბისა და მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და მხარდაჭერით.

   ღონისძიებას ესწრებოდნენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერიანე ფოცხვერია, მერის მოადგილე დავით ბახტაძე, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ნატალია მანჯგალაძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ძიძგური. სპეციალურად შერჩეულ სივრცეში უხვად იყვნენ მონაწილეების ოჯახის წევრები და მოწვეული სტუმრები. „ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ანზორ მაჩიტიძის სახელობის მემორიალი ტარდება სამტრედიაში, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით ხელი შევუწყოთ ამ სპორტის პოპულარიზაციას.“– აღნიშნა ვალერიანე ფოცხვერიამ.

   კობა ძიძიგურის თქმით მომავალ წელს ტურნირი გახდება საერთაშორისო მასშტაბის.

   ტურნირი ტარდება 10 ოქტომბრიდან – 15 ოქტომბრის ჩათვლით. 15 ოქტომბერს გაიმართება ფინალი.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 831