განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » პროექტ „დავასუფთაოთ საქართველოს “ ფარგლებში სამტრედიაში შეხვედრა გაიმართა
RDRC.GE
პროექტ „დავასუფთაოთ საქართველოს “ ფარგლებში სამტრედიაში შეხვედრა გაიმართა
კატეგორია:  სიახლე

არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი - საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი”, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები– საქართველო და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით ახორციელებს პროექტს „დავასუფთაოთ საქართველო“. „ორქისის“ მიერ პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, დაგეგმილია სამუშაო შეხვედრების ჩატარება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან. დღევანდელი შეხვედრა სამტრედიაში შედგა , რომელსაც მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოსა და ნარჩენების მართვასთან დაკავშირეული დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, აგრეთვე მასმედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე დეტალურად განიხილა ნარჩენებთან დაკავშირებით საერთაშორისო ვალდებულებები, ევროპული გამოცდილება და რეგიონებში საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის პერსპექტივე. საქართველოში ნარჩენების მართვის საკანონმდებლო მოთხოვნები, ნარჩენების მართვის დაგეგმვა, საქართველოში არსებული სტიქიური ნაგავსაყრელების გავლენის შეფასება მიმდებარე ტერიტორიების ეკოსისტემების მდგომარეობაზე. შეხვედრას უძღვებოდა გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი , ნარჩენების მართვის ექსპერტი ხათუნა ჩიკვილაძე და ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი , გარემოს მონიტორინგის ექსპერტი ნუგზარ ბუაჩიძე. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1446